წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბებს, რომლებიც ხორციელდება USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, ილიაუნის განათლების სკოლა უნილაბის მხარდაჭერით ქვემო ქართლის 10 საჯარო სკოლაში ახორციელებს. დაწყებითი კლასების მოსწავლეები მასწავლებლის მომზადების პროგრამის სტუდენტებისა და სკოლის მასწავლებლების მენტორობით ქმნიან ხელნაკეთ წიგნებსა და მათ ინტერაქციულ ვერსიებს.
მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების თანამშრომლობა მნიშვნელოვანი პროცესია. პროექტი ეხმარება მასწავლებლებს ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვაში, სტუდენტებისთვის გამოცდილების გაზიარებაში, ხოლო მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და საინტერესო, დაუვიწყარი გამოცდილების მიღებაში. სპეციალურად პროექტისთვის ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბში შეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც განთავსდა მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნების ინტერაქტიული ვერსიები.